Premium House Vepkhistkaosani
თბილისში

დეველოპერისგან არ არის ბინები გასაყიდი
სამშენებლო კომპანია
ობიექტის მისამართი
ვეფხისტყაოსანის ქ. 90

ვრცლად სახლების შესახებ

ვეფხისტყაოსანის ქ. 90 (Block B)
12 სართული
ამოყიდულია
უცნობია
ჩაბარდა 3 კვ. 2022
ამოყიდულია
ვეფხისტყაოსანის ქ. 90 (Block C)
12 სართული
ამოყიდულია
უცნობია
ჩაბარდა 3 კვ. 2022
ამოყიდულია

Premium House Vepkhistkaosani რუკაზე თბილისი

ობიექტის საბუთები

ოფიციალური დოკუმენტების თარგმანი რუსულ ენაზე განთავსებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ გააჩნია იურიდიული ძალა
ობიექტის პასპორტი

მშენებლობის პროცესი Premium House Vepkhistkaosani

ჩვენ ვაკეთებთ სურათებს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ერთი და იგივე რაკურსებიდან იმისათვის, რომ გაჩვენოთ სახლების მშენებლობის აქტუალური მდგომარეობა და დინამიკა

ბოლო განახლება — сентябрь 2021

მშენებლობის პროცესი Premium House Vepkhistkaosani - რაკურსი 1, сентябрь 2021
რაკურსი 1
июль 2019сентябрь 2021
მშენებლობის პროცესი Premium House Vepkhistkaosani - რაკურსი 2, сентябрь 2021
რაკურსი 2
октябрь 2019сентябрь 2021
მშენებლობის პროცესი Premium House Vepkhistkaosani - რაკურსი 3, сентябрь 2021
რაკურსი 3
март 2020сентябрь 2021

პროექტის მახასიათებლები

სახლის შესახებ

🟧 სახლების რაოდენობა2
🟧 სართულიანობა12
🟧 მშენებლობის ტექნოლოგიამონოლითური-ჩარჩო
🟧 ავტოსადგომიმიწისქვეშა პარკინგი, მიწისზედა პარკინგი
🟧 ინფრასტრუქტურადახურული ტერიტორია, საბავშვო მოედანი
🟧 საკადასტრო კოდი01.72.14.038.424
🟧 უსაფრთხოებავიდეომეთვალყურეობა

ბინების შესახებ

🟧 მდგომარეობაშავი კარკასი, მწვანე კარკასი
🟧 ბინების რაოდენობა166
🟧 ჭერის სიმაღლე2.9 მ
როგორ გავაუმჯობესოთ ეს გვერდი?

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

საცხოვრებელი კომპლექსი Premium House - მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ერგონომიული დაგეგმარების ბინებით.

მდებარეობის შესახებ

საცხოვრებელი კომპლექსი Premium House შენდება ქ. თბილისში, ვეფხისტყაოსნის ქუჩის №90-ში, დიდი დიღმის რაიონში, მდინარე მტკვრიდან 3,5 კილომეტრის დაშორებით. ამ უბანში აქტიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, მშენებარე კორპუსის სიახლოვეს არ მდებარეობს მსხვილი სამრეწველო საწარმოები. მშენებარე კორპუსი მდებარეობს მსხვილი საავტომობილო მაგისტრალიდან 180 მეტრის დაშორებით, ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად საჭიროა 20-25 წუთი.

ინფრასტრუქტურის შესახებ

კომპლექსის გარშემო მდებარეობს არაერთი სხვადასხვა პროფილის მაღაზია და სასურსათო სუპერმარკეტი, ბანკების განყოფილებები, აფთიაქები, კაფეები და რესტორნები.

კომპლექსიდან 8500 მეტრის დაშორებით მდებარეობს კლინიკს „იმედი“ და Initio, ახლოსაა სავაჭრო ცენტრები. 1,5 კილომეტრში განთავსებულია ბავშვთა პოლიკლინიკა.

რაიონი საცხოვრებლად მიმზიდველი და მოსახერხებელია ოჯახებისთვის კილომეტრის რადიუსში რამოდენიმე სასწავლო დაწესებულებაა,მათ შორის №186 და №192 საჯარო სკოლა, სახლთან ახლოს არის საბავშვო ბაღი

ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მდებარეობს კომპლექსიდან 5 წუთის სავალ გზაზე. მირიან მეფის ქუჩაზე მოძრაობენ შემდეგი ავტობუსის ხაზები : №14, №15, №21, №32, №54. უახლოესი მეტროსადგური „ სარაჯიშვილი“ მდებარეობს კომპლექსიდან 4 კილომეტრის დაშორებით. მეტროსადგურამდე მისვლა შესაძლებელია №32 ავტობუსის დახმარებით დაახლოებით 27 წუთში.

5,5 კილომეტრის დაშორებით განლაგებულია რკინიგზის სადგური „ დიდუბე“. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე ავტომობილით დაახლოებით 40 წუთია საჭირო.

საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მშენებელი იყენებს სტანდარტების შესაბამის თანამედროვე მასალებს. მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი სთავაზობს მომავალ მობინადრეებს ერგონომიული დაგეგმარების ფართო არჩევანს, რაც აადვილებს ბინების შიდა განლაგების ცვლილებას. გარე ფასადის კედლები აგებულია ენერგოეფექტური ბლოკებით, რომლებიც შეფუთული იქნება თბოიზოლატორით. პროექტის თანახმად სრულდება ჰოლების და სადარბაზეობის სრული მოპირკეთება.

საცხოვრებელი სახლი აღჭურვილი იქნება:

  • ჩქაროსნული, უხმო ლიფტებით;
  • ხარისხიანი ცენტრალური საინჟირნო კომუნიკაციებით;
  • აუცილებელი ტექნოლოგიური მოწყობილობებით;

კეთილმოწყობა

კომპლექსის 2000 კვ, მეტრის ფართობის ეზოს კეთილმოწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა მისასვლელი გზები და საფეხმავლო ბილიკები. დაგეგმილია გამწვანება, დაირგება ხეები, დამონტაჟდება გარე განათება, გამოყენებული იქნება ლანდშაფტური დიზაინის ელემენტები. კომპლექსის ეზოში მოეწყობა მიწისზედა საპარკინგე ადგილები.

ბავშვებისთვის მოეწყობა თანამედროვე გასართობი მოედანი. მობინადრეებისთვის მოეწყობილი იქნება დასასვენებელი ზონა. მობინადრეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერიტორია იქნება შემოღობილი და დახურული, დამონტაჟდება სადღეღამისო სათვალთვალო კამერები.

ბინების შესახებ

შესაძლებელია ერთ და ორ ოთახიანი დაგეგმარების ბინების შეძენა. საცხოვრებელი ბინების ფართობი მერყეობს 37 დან - 84 კვ.მ -მდე, ჭერის სიმაღლე - 3 მეტრი.

ყველა ბინას გააჩნია შეუმინავი ღია აივანი რკინის ტიხრებით. კარ-ფანჯრის შემინვა ხორციელდება ენერგოეფექტური მინაპაკეტით. საცხოვრებელი ბინები ბარდება შავი კარკასის მდგომარეობით. სამშენებლო კომპანიის ვებ-გერდზე შესაძლებელია საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობა, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ რა შედის საცხოვრებელი ფართის ღირებულებაში.

ბინის შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით. გარდა ამისა შესაძლებელია გაფორმდეს უპროცენტი განვადება - 3 წლის ვადით, პირველადი შენატანი 20 %. ბინის შეძენის პირობებთან დაკავშირებით მსურველებმა უნდა მიმართონ გაყიდვების ოფისს.

ვინ აშენებს

მშენებარე კომპლექს აშენებს კომპანია Sada Group, რომელიც წარმატებით მუშაობს 2016 წლიდან. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კორპუსებს თბილისის ტერიტორიაზე და პორტფოლიოში გააჩნია არაერთი წარმატებით რეალიზებული პროექტი.

სხვა საცხოვრებელი კომპლექსი

სად მდებარეობს Premium House Vepkhistkaosani?

ვეფხისტყაოსანის ქ. 90.

როდის შევა ექსპლუატაციაში Premium House Vepkhistkaosani

Block B, Block C – აშენებულია.

არის გასაყიდი ბინები დეველოპერისგან?

ჩვენი ინფორმაციით Premium House Vepkhistkaosani–ში ამჟამად არ დარჩა გასაყიდი ბინა დეველოპერისაგან.

ვინ არის დეველოპერი Premium House Vepkhistkaosani თბილისში?

დეველოპერი Premium House Vepkhistkaosani-ში - პრემიუმ ჰაუსი.