Korter-თან დაკავშირება

დარეკვა
Whatsapp
მოგვწერეთ email-ზე
დეველოპერებს

პროექტის განთავსება ვებ-გვერდზე და Korter-ის მობილურ აპლიკაციაში

იწყებთ ახალ პროექტს და გსურთ აცნობოთ მომხმარებელს ამის შესახებ, განათავსეთ ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ Korter-ზე ახლავე. საცხოვრებელი კომპლექსების ან კოტეჯების შესახებ კატალოგში ინფორმაციის განთავსება უფასოა. მოგვაწოდეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენი კონტენტ ჯგუფი დაგიკავშირდებათ დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად.

პროექტის შესახებ მოძველებული ინფორმაციის განახლება

ცვლილებებს გეგმავთ და გსურთ დროულად განაახლოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ Korter-ზე - მიწერეთ თქვენს მენეჯერს ან დაგვიკავშირდით სპეციალური ფორმის საშუალებით - ჩვენი კონტენტ გუნდი დროულად მოამზადებს და განაახლებს საჭირო ინფორმაციას.

სარეკლამო შესაძლებლობები და ლიდოგენერაცია

ჩვენ ხშირად მოგვმართავენ მარკეტოლოგები და გაყიდვების წარმომადგენლები თხოვნით, სწრაფად გავზარდოთ ლიდების და გაყიდვების რაოდენობა. ვინაიდან, ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, მყიდველები საშუალოდ არჩევენ მომავალ საცხოვრებელს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, ამიტომ ხშირად შეუძლებელია სწრაფი შედეგის მიღება; თქვენი პროექტის ნახვის შემდეგ, მყიდველი თქვენთან საშუალოდ, მხოლოდ 6 თვის შემდეგ მოვა გარიგების გასაფორმებლად.
ჩვენი გუნდი მუშაობს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, სთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტილებებს, როგორც პროექტის, ასევე დეველოპერის ბრენდის პოპულარიზაციის კონტექსტში. მაშინაც კი, თუ არ გსურთ რეკლამის გაშვება ახლავე, დაგვიკავშირდით, ჩვენი მენეჯერები ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოგაწოდებენ.
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სარეკლამო სერვისები როგორც ჩვენს საიტზე, ასევე გარე წყაროებზე.
უძრავი ქონების სააგენტოებს

ობიექტების განთავსება Korter-ზე

თქვენს აგენტებს ან თანამშრომლებს შეუძლიათ განათავსონ ობიექტები Korter-ის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციებში მათი ანგარიშის მეშვეობით. ჩვენ ასევე გთავაზობთ ობიექტების ავტომატური იმპორტის შესაძლებლობას თქვენი ვებგვერდიდან ან CRM სისტემიდან (xml ან json ფორმატში). სავარაუდოდ, ასეთი ინტეგრაციის დასაყენებლად დაგჭირდებათ ტექნიკური სპეციალისტის დახმარება, რომელიც პასუხისმგებელია თქვენს ვებგვერდზე ან CRM სისტემაზე.

სარეკლამო შესაძლებლობები და ობიექტების პოპულარიზაცია

ამჟამად ჩვენ არ ვთავაზობთ ინდივიდუალური ობიექტების პოპულარიზაციის მომსახურებას. ჩვენ აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ ყველა ამჟამინდელ პარტნიორს მსგავსი სერვისების შესახებ.