მშენებარე ბინები ბათუმი

მეგობრობის ქ. 8
მახინჯაურში

დეველოპერისგან არ არის ბინები გასაყიდი
სამშენებლო კომპანია
ობიექტის მისამართი
მეგობრობის ქ. 8

ვრცლად სახლის შესახებ

მეგობრობის ქ. 8
8 სართული
ამოყიდულია
უცნობია
ჩაბარდა 3 კვ. 2022
ამოყიდულია

მეგობრობის ქ. 8 რუკაზე მახინჯაური

მშენებლობის პროცესი

ჩვენ ვაკეთებთ სურათებს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ერთი და იგივე რაკურსებიდან იმისათვის, რომ გაჩვენოთ სახლების მშენებლობის აქტუალური მდგომარეობა და დინამიკა

ბოლო განახლება — май 2022

მშენებლობის პროცესი  - რაკურსი 1, май 2022
რაკურსი 1
август 2020май 2022
მშენებლობის პროცესი  - რაკურსი 2, май 2022
რაკურსი 2
сентябрь 2020май 2022
მშენებლობის პროცესი  - რაკურსი 3, май 2022
რაკურსი 3
август 2020май 2022
მშენებლობის პროცესი  - რაკურსი 4, май 2022
რაკურსი 4
сентябрь 2020май 2022

პროექტის მახასიათებლები

სახლის შესახებ

🟧 სახლების რაოდენობა1
🟧 სართულიანობა8
🟧 ავტოსადგომიმიწისქვეშა პარკინგი, მიწისზედა პარკინგი
🟧 ინფრასტრუქტურაკომერციული ფართები, დახურული ტერიტორია, კეთილმოწყობილი ეზო, ბავშვთა გასართობი მოედანი
🟧 კომუნიკაციებიგაზი, წყალსადენი, ელექტრობა, კანალიზაცია
🟧 ლიფტიდიახ
🟧 მანძილი ზღვამდე150 მ
🟧 უსაფრთხოებადაცვის, ვიდეო დაკვირვების სისტემა

ბინების შესახებ

🟧 მდგომარეობაშავი კარკასი, მწვანე კარკასი
🟧 ბინების რაოდენობა40
🟧 ბინების ფართები50,6–108,9 მ2
🟧 ჭერის სიმაღლე2.95 მ
როგორ გავაუმჯობესოთ ეს გვერდი?

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

საცხოვრებელი სახლი House on Megobroba 8 - საშუალო სართულიანობის შენობა კომფორტაბელური ბინებით, რომელიც მდებარეობს ზღვიდან 250 მეტრში.

მდებარეობა

მშენებარე კორპუსი შენდება დაბა მახინჯაურში მეგობრობის ქუჩის №8-ში. შენობა გარშემორტყმულია დაბალსართულიანი სახლებითა და სიმწვანით. ეს გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა დასახლება მავნე საწარმოების გარეშე, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტი. მშენებარე კორპუსიდან 200 მეტრში გადის საკმაოდ დატვირთული ავტომაგისტრალი და რკინიგზა.

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა

მშენებარე კორპუსის მეზობლად განთავსებულია უამრავი სასტუმრო, პოლიციის განყოფილება, 300 მეტრში ხელმისაწვდომია არაერთი მაღაზია, სუპერმარკეტი, საბანკო განყოფილება, კაფე, რესტორნები, საავადმყოფო და აფთიაქი.

5-10 წუთში შესაძლებელია ე.წ. „ბონის“ და თევზის ბაზრობამდე, მუსიკალურ ცენტრამდე და მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ ბათუმი პლაზა“-მდე მისვლა.

ტრანსპორტი

სახლიდან მოსახერხებელი გასასვლელით შესაძლებელია თამარ მეფის ქუჩაზე მოხვედრა, ამ გზით ბათუმში რამოდენიმე წუთში მოხვდებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება კორპუსიდან 3 წუთის სავალ გზაზეა განლაგებული, სადაც მოძრაობენ შემდეგი ავტობუსის ხაზები - № 8, №10 და №10ა.

320 მეტრია დაშორება „მახინჯაურის“ რკინიგზის სადგურამდე. სამი კილომეტრის დაშორებითაა განლაგებული ავტოსადგური „ბათუმი ცენტრალი“ და რკინიგზის სადგური „ბათუმი სამგზავრო“. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე ავტომობილით მისასვლელად 20 წუთია საჭირო.

დახასიათება

საცხოვრებელი სახლი House on Megobroba 8 ბათუმში არის 8 სართულიანი, თანამედროვე სტილში დაპროექტებული შენობა, რომელიც შენდება ტექნოლოგიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ კონსტრუქციის სეისმომდგრადობას, არამედ საშუალებას იძლევიან უძრავი ქონების ექსპლუატაციის ხარჯების მკვეთრად შემცირებას. სახლს გააჩნია რკინაბეტონის მონოლითური კარკასი და ბრტყელი სახურავი, რომელიც აღჭურვილია შიდა წყალსაწრეტებით.

მშენებლობის პროცესში ფასადი იფუთება მრავალწლიანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო თბოსაიზოლაციო მასალით და მოპირკეთდება დეკორატიული პანელებითა და ტრავერტინით. ცოკოლის მოსაპირკეთებლად გამოიყენება გრანიტი. სრულდება პირველი სართულის ვიტრაჟული შემინვა.

საცხოვრებელ ბინებში მოწყობილია ღია ტიპის აივნები რკინის ტიხრებით. აგრეთვე გვხვდება აივნები, რომელთა მოაჯირები შესრულებულია ნაწრთობი მინით. მონტაჟდება დიდი მეტალოპლასტმასის ენერგოეფექტური მინაპაკეტები, რომელთა დიდი ფართობი უზრუნველჰყოფს ოთახების ბუნებრივ ინსოლაციას.

შენობა აღიჭურვება უხმო სამგზავრო ლიფტითა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაცია იქნება დაერთებული, მათ შორის ბუნებრივი აირიც.

კეთილმოწყობა

შენობის გარშემო ტერიტორია კეთილმოეწყობა გაზონებითა და დეკორატიული მცენარეების ყვავილნარით, დამონტაჟდება გარე განათების სანათები, რომლებიც სტილით შეესაბამება მშენებარე კორპუსის იერსახეს, დაიგება საფეხმავლო ბილიკები და მოეწყობა სავტომობილო გასასვლელები.

ტერიტორია იქნება სრულად დახურული, დაგეგმილია ობიექტზე დაცვის სამსახურის მუშაობა, გათვალისწინებულია ცენტრალური სათვალთვალო კამერების დამონტაჟება, გამოყოფილი იქნება დროებითი საპარკინგე ადგილები.

მშენებარე სახლის ტერიტორიაზე იგეგმება თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნის მოწყობა. შენდება სკამებითა და ტალავარით აღჭურვილი მყუდრო დასასვენებელი ზონა. დაირგვება ბუჩქნარი და ხეები.

შენობის პირველ სართულზე განთავსდება კომერციული და საოფისე ფართები, მაღაზიები, აფთიაქები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ბინების რეალიზაცია

მომავალ მობინადრეს შეუძლია შეიძინოს საცხოვრებელი ფართი კომფორტაბელური ორ და სამ ოთახიანი დაგეგმარების ბინები 50 დან 108 კვადრატულ მეტრამდე. ჭერის სიმაღლე 3 მეტრი.

2 - 7 სართულებზე განლაგებულია 5-5 ბინა სართულზე, ბოლო სართულზე კი განთავსდება მხოლოდ 3 პენტჰაუსის ტიპის ბინა 6 მეტრი სიმაღლის ჭერით. ასეთი ფართის მეპატრონეს სამომავლოდ თავისუფლად შეუძლია დაამატოს საცხოვრებელ ფართს მეორე შიდა დონე.

ბინის შეძენა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით შავი კარკასის მდგომარეობით. ბინების რეალიზაციის, იპოთეკური სესხის პირობებისა და განვადების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ოფისში.

მშენებარე კომპანიის შესახებ

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ორგანიზაცია Urban Investment. კომპანია ახორცილებს საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას ბათუმისა და მის შემოგარენში.

სად მდებარეობს ?

მეგობრობის ქ. 8.

როდის შევა ექსპლუატაციაში მეგობრობის ქ. 8

მეგობრობის ქ. 8 – აშენებულია.

არის გასაყიდი ბინები დეველოპერისგან?

ჩვენი ინფორმაციით მეგობრობის ქ. 8–ში ამჟამად არ დარჩა გასაყიდი ბინა დეველოპერისაგან.

ვინ არის დეველოპერი მეგობრობის ქ. 8 მახინჯაურში?

დეველოპერი მეგობრობის ქ. 8-ში - Urban Investment.