იყიდება კოტეჯები ბორჯომში

1 კოტეჯი
მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება საქართველოში: ადგილმდებარეობის არჩევიდან გარიგების გაფორმებამდე

კოტეჯები ბორჯომში

სამკურნალო მინერალური წყლებითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით ცნობილი ბორჯომი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული საკურორტო ქალაქია საქართველოში. მყუდრო ხეობაში კავკასიონის მწვანე მთებს შორის მდებარე ქალაქი იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან თავისი უნიკალური ბუნებით, სუფთა ჰაერით და მდიდარი ისტორიით. ეს ქალაქი არა მხოლოდ იდეალური ადგილია დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის, არამედ შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს გამარტოებას და სიმშვიდეს ბუნების წიაღში. მწვანე პარკები, სასეირნო და ველო ბილიკები, ასევე უამრავი ბუნებრივი წყარო და SPA ცენტრები ბორჯომს საცხოვრებლად და დასასვენებლად იდეალურ ადგილად აქცევს.

ბორჯომში უძრავი ქონების შეძენა სულ უფრო მიმზიდველი ინვესტიცია ხდება მუდმივად მზარდი ტურისტული ნაკადის და ეკოლოგიურად სუფთა პირობებში დასვენების  მზარდი მოთხოვნის გამო. კურორტი აქტიურად ვითარდება, სთავაზობს მზარდ მოწინავე სერვისებსა და კეთილმოწყობას სტუმრებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბორჯომის უძრავ ქონებაში ინვესტიცია არა მხოლოდ სძენს მფლობელებს შესანიშნავ დასასვენებელ ადგილს, არამედ ხსნის შესაძლებლობას ტურისტული სეზონის განმავლობაში იჯარით შემოსავლის გამომუშავებისთვის.

ბორჯომში კოტეჯები ფართო არჩევანს სთავაზობს სხვადასხვა გემოვნებისა და ბიუჯეტის მყიდველებს. დაწყებული მყუდრო ხის სახლებიდან ბუნებრივ ლანდშაფტში, დამთავრებული მდიდრული ვილებით პანორამული მთის ხედებით, აქ ყველას შეუძლია იდეალური ადგილის პოვნა. ბევრი კოტეჯი აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და გთავაზობთ ყველა საჭირო კეთილმოწყობას კომფორტული დასვენებისთვის, მათ შორის თანამედროვე კომუნიკაციები, უსაფრთხოება და კურორტის გასართობი და გამაჯანსაღებელი სერვისების ხელმისაწვდომობა.

რატომ უნდა იფიქროთ კოტეჯის შეძენაზე?

  • უნიკალური ბუნებრივი გარემო: ბორჯომი განთქმულია თვალწარმტაცი პეიზაჟებით, მთის სუფთა ჰაერით და სამკურნალო მინერალური წყაროებით.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი: სალაშქრო და მრავალი ველო ბილიკით, დგილობრივი მინერალური წყლებით, გამაჯანსაღებელი პროცედურების ხელმისაწვდომობით, ბორჯომი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც აფასებს ჯანმრთელობას და აქტიურ დასვენებას.
  • საინვესტიციო პოტენციალი: მუდმივად მზარდი ტურისტული მოთხოვნა ბორჯომში კოტეჯის შეძენას მომგებიან ინვესტიციად აქცევს. მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი ქონების გააქირავება და სტაბილური შემოსავლის მიღება.
  • ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა: ბორჯომი მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით, რაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მას.
  • ხელსაყრელი მდებარეობა: საქართველოს ცენტრში მდებარე ბორჯომი გთავაზობთ მთაში განმარტოებას იზოლაციის განცდის გარეშე, მრავალ დიდ ქალაქთან მარტივი წვდომით.
  • გამოყენების მოქნილობა: კოტეჯი ბორჯომში შეიძლება იყოს როგორც მუდმივი საცხოვრებელი, ასევე შესანიშნავი საკურორტო სახლი დასასვენებლად ან უქმეებზე.

როგორ მოვიძიოთ ხელსაყრელი შეთავაზებები კოტეჯებზე ბორჯომში?

ხელსაყრელი შემოთავაზებების მოსაძებნად, დაიწყეთ ბორჯომში უძრავი ქონების ბაზრის საფუძვლიანი შესწავლა. შეისწავლეთ მიმდინარე ფასები და მახასიათებლები. მნიშვნელოვანია თქვენი პრიორიტეტების განსაზღვრა: ეძებთ განმარტოებას მთაში, მინერალური წყლის წყაროებთან სიახლოვეს თუ განვითარებული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას.

შემდეგი ნაბიჯი არის შეთავაზებების შედარება. საინტერესო ვარიანტების თავდაპირველი შერჩევის შემდეგ, დაუთმეთ დრო ფასების, შეძენის პირობების და კოტეჯების მახასიათებლების შედარებას. ნუ დააყოვნებთ გამყიდველებთან ან დეველოპერებთან მოლაპარაკებას. თქვენ შეძლებთ მოლაპარაკებას უკეთეს შეძენის პირობებზე, განსაკუთრებით თუ მზად ხართ სწრაფი გარიგებისთვის ან დაინტერესებული ხართ მრავალი ქონების შეძენით.

ბორჯომში კოტეჯის ძებნისა და არჩევის პროცესში Korter.ge შეიძლება გახდეს თქვენი საიმედო თანაშემწე. საიტი გთავაზობთ უძრავი ქონების ქონების ვრცელ მონაცემთა ბაზას, მათ შორის დეტალური აღწერა, ფოტოები და გეგმები. Korter.ge-ზე ადვილია კოტეჯების ფასებისა და მახასიათებლების შედარება, გარშემო ინფრასტრუქტურის შესწავლა და ბაზრის მიმდინარე შეთავაზებების გაცნობა. მაგალითად, მომხმარებლებს აქვთ წვდომა ქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე, სადაც მონიშნულია ყველა მიმდინარე შეთავაზება და საძიებო სისტემა აღჭურვილია მოსახერხებელი ფილტრებით.

როგორ ავიცილოთ თავიდან გავრცელებული შეცდომები კოტეჯის ყიდვისას?

  1. ზედაპირული ანალიზი: შეძენამდე აუცილებლად ჩაატარეთ ბორჯომში უძრავი ქონების ბაზრის საფუძვლიანი კვლევა. გამოიკვლიეთ შეთავაზებები, ფასები, ინფრასტრუქტურა და ტერიტორიის მომავალი განვითარების პოტენციალი.
  2. იურიდიული შემოწმება: შესყიდვის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ქონება იურიდიულად სუფთაა და ტვირთისგან თავისუფალი. ამისათვის რეკომენდირებულია კონსულტაცია გაიაროთ  უძრავი ქონების საკითხებზე სპეციალიზირებულ იურისტს.
  3. დამატებითი ხარჯების იგნორირება: გარდა თავად კოტეჯის ღირებულებისა, გაითვალისწინეთ ყველა დამატებითი ხარჯი, როგორიცაა რეგისტრაციის საფასური, კომუნალური და ტექნიკური ხარჯები.
  4. მდებარეობის იგნორირება: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეგიყვარდეთ თავად კოტეჯი, არამედ დარწმუნდეთ, რომ მისი მდებარეობა შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და სურვილებს. აუცილებელია ბორჯომის ცენტრამდე მანძილის გათვალისწინება, გზის ხელმისაწვდომობა და ბუნებრივ და ტურისტულ ადგილებთან სიახლოვე.
  5. ტექნიკური ინსპექტირების არარსებობა: შესყიდვამდე აუცილებლად ჩაატარეთ კოტეჯის ტექნიკური შემოწმება კვალიფიციური პროფესიონალების დახმარებით შესაძლო დეფექტების გამოსავლენად.
  6. გადაწყვეტილების ძალიან სწრაფად მიღება: ნუ იჩქარებთ შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებას. აწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, გაიარეთ კონსულტაცია ოჯახთან და პროფესიონალებთან. ზოგჯერ ღირს დაცდა უკეთესი შეთავაზების მოსაძიებლად.
  7. არარეალური შემოსავლის მოლოდინი: თუ გეგმავთ თქვენი კოტეჯის გაქირავებას, იყავით რეალისტური თქვენი შემოსავლის პოტენციალისა და დატვირთვის პერიოდების მიმართ. განიხილეთ სეზონურობა და კონკურენცია ბორჯომში გაქირავების ბაზარზე.

როგორ დაზოგოთ თანხა კოტეჯის ყიდვისას?

  • ადრეული დაჯავშნა: დეველოპერები ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებებს და სპეციალურ აქციებს მყიდველებისთვის, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ მშენებლობის ადრეულ ეტაპებზე. ეს გამოწვეულია დეველოპერის სურვილით, მოიზიდოს დაფინანსება და უზრუნველყოს გაყიდვების ნაწილი მშენებლობის დასრულებამდე.
  • სეზონური ფასდაკლებები: მშენებლები ზოგჯერ სთავაზობენ ფასდაკლებებს წლის გარკვეულ პერიოდებში გაყიდვების წახალისების მიზნით. თვალი ადევნეთ აქციებსა და სპეციალურ შეთავაზებებს, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს ფინანსური წლის ბოლოს ან სადღესასწაულო სეზონებზე.
  • ჯგუფური შესყიდვები: სხვა მყიდველებთან გაერთიანება ქონების ერთობლივად შესაძენად, შეიძლება მოგცეთ შესაძლებლობა შეათანხმოთ ფასდაკლება დეველოპერთან.
  • გაითვალისწინეთ დამატებითი ხარჯები: გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო დამატებითი ხარჯი და სცადეთ მოლაპარაკება მათ მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. მაგალითად, დეველოპერმა შეიძლება შესთავაზოს ტრანზაქციის უფასო რეგისტრაცია ან ფასდაკლება კომუნიკაციების დაერთების მომსახურებაზე.
  • მოქნილობა არჩევანში: მზად იყავით განიხილოთ დეველოპერების მიერ შემოთავაზებული კოტეჯის სხვადასხვა ვარიანტები. ზოგჯერ ნაკლებად პოპულარული გეგმები შეიძლება უფრო იაფი იყოს.

მომხმარებლები ასევე ეძებენ

✅  იპოთეკა
✅  იპოთეკის კალკულატორი
✅  ქირავდება სახლები
✅  დასრულებული ბინები ბორჯომში
✅  თაუნჰაუსები
✅  ვილები

კოტეჯების ფასები ბორჯომის მახლობლად

ბაკურიანი‍2 568 ₾-დან / მ2
მცხეთა‍2 408 ₾-დან / მ2
გუდაური‍3 066 ₾-დან / მ2
საგურამო‍2 349 ₾-დან / მ2
წავკისი‍2 976 ₾-დან / მ2
თბილისი‍3 560 ₾-დან / მ2
ქობულეთი‍3 706 ₾-დან / მ2
შეკვეთილი‍3 205 ₾-დან / მ2
ჩაქვი‍4 349 ₾-დან / მ2
მახინჯაური‍3 786 ₾-დან / მ2
ბათუმი‍3 917 ₾-დან / მ2
გონიო‍5 112 ₾-დან / მ2
თელავი‍3 024 ₾-დან / მ2

სახლების ფასები ბორჯომის მახლობლად

ბაკურიანი‍145 493 ₾-დან
გუდაური‍139 533 ₾-დან
საგურამო‍112 000 ₾-დან
წავკისი‍828 001 ₾-დან
თბილისი‍184 000 ₾-დან
ქობულეთი‍288 000 ₾-დან
შეკვეთილი‍249 600 ₾-დან
ჩაქვი‍800 001 ₾-დან
მახინჯაური‍646 080 ₾-დან
ბათუმი‍288 000 ₾-დან
გონიო‍637 656 ₾-დან
თელავი‍855 793 ₾-დან