American Homes
თბილისში

დეველოპერისგან არ არის ბინები გასაყიდი
სამშენებლო კომპანია
ობიექტის მისამართი
ფრედერიკ მონპერეს ქ. 21

American Homes რუკაზე თბილისი

მშენებლობის პროცესი American Homes

ჩვენ ვაკეთებთ სურათებს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ერთი და იგივე რაკურსებიდან იმისათვის, რომ გაჩვენოთ სახლების მშენებლობის აქტუალური მდგომარეობა და დინამიკა

ბოლო განახლება — сентябрь 2020

მშენებლობის პროცესი American Homes - რაკურსი 1, сентябрь 2020
რაკურსი 1
май 2020сентябрь 2020
მშენებლობის პროცესი American Homes - რაკურსი 2, сентябрь 2020
რაკურსი 2
май 2020сентябрь 2020
მშენებლობის პროცესი American Homes - რაკურსი 3, сентябрь 2020
რაკურსი 3
май 2020сентябрь 2020
მშენებლობის პროცესი American Homes - რაკურსი 4, сентябрь 2020
რაკურსი 4
июнь 2020сентябрь 2020

პროექტის მახასიათებლები

სახლის შესახებ

🟧 სართულიანობა2
🟧 ავტოსადგომიმიწისზედა პარკინგი
🟧 კომუნიკაციებიელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი
🟧 ლიფტიარა

ბინების შესახებ

🟧 მდგომარეობამწვანე კარკასი
როგორ გავაუმჯობესოთ ეს გვერდი?

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

American Homes, ანუ "ამერიკული სახლები" – არის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტი, რომელიც მზადაა შემოგთავაზოთ მრავალსართულიანი სახლის ბინის მაგივრად, მომგებიანი ალტერნატივა, კომფორტული და თანამედროვე კერძო სახლის სახით.

ადგილმდებარეობა

მშენებარე კომპლექსისთვის გამოყოფილი ნაკვეთი მდებარეობს თბილისში, ფ. მონპერეს ქუჩაზე, სახლი N 21. ეს არის დიდი დიღმის რაიონის ნაწილი, სადაც კერძო სახლებია კონცენტრირებული. ადგილმდებარეობა არის მწვანე და ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრების რითმით, სადაც ადგილი არ არის სიჩქარისთვის და აურზაურისთვის.

ინფრასტრუქტურა

მშენებლობის უშუალო სიახლოვეს ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი. მაგრამ 10-15 წუთის სავალზე, უკვე არსებობს არჩევანი. აქ არის სუპერმარკეტი "ორი ნაბიჯი", სასურსათო მაღაზია "ეკო მარი" და სკოლა N 192. საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება არ იქნება პრობლემა.

ტრანსპორტი

დასახლებიდან დაახლოვებით 500 მეტრში არის მეფე მირიანის ქუჩა. აქ განლაგებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, რომელიც წარმოდგენილია ავტობუსის მარშრუტებით №14, 15, 21, 32, 54. აღმაშენებლის ხეივანი დაშორებულია დაახლოვებით 3 კმ-ით. უახლოეს მეტროს სადგური "სარაჯიშვილი" არის თითქმის 6 კმ-ის დაშორებით.

პროექტის თავისებურებები

"ამერიკული სახლები" თბილისში არის ამერიკული ტიპის დასახლება, რომელიც იქნება შემდგარი ცხრა ინდივიდუალური სახლისაგან. მშენებლობის დროს გამოიყენება მხოლოდ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რომლებმაც მკაცრი კონტროლი გაიარა. შენობები საკმარისად ენერგოეფექტურია, რაც საშუალებას მისცემს მფლობელებს შეამცირონ რესურსების გადასახადები.

სახლები

გასაყიდათ შემოთავაზებული სახლები არის ორსართულიანი, აგრეთვე მათ აქვთ მყუდრო ტერასა სახურავზე. გარდა უშუალოდ უძრავი ქონებისა, მფლობელები მიიღებენ სახლის წინ და უკან არსებულ მცირე მიწის ნაკვეთებს, ისევე მანქანის დასაყენებელ ადგილს. არსებობს ორი სახის სახლები 209 და 226 კვ.მ, გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთის ზომა არის დაახლოებით 250 მ 2. პირველ სართულზე არის დიდი მისაღები, სამზარეულო, სასაწყობე სათავსო ოთახები, სანკვანძი, მეორე სართულზე არის სამი საძინებელი, საგარდერობო, სანკვანძი. მყიდველს სთავაზობენ შენობას მწვანე კარკასის მდგომარეობაში.

შესაძლებელია სახლის შეძენა იპოთეკით, რისთვისაც "საქართველოს ბანკი" მზად არის ამ პროექტის ფარგლებში შესთავაზოს სპეციალური პირობები.

ვინ აშენებს

პროექტს ახორციელებს ამავე სახელობის სამშენებლო კომპანია "American Homes", რომელმაც დაიწყო საქართველოში მუშაობა 2018 წელს. ამერიკული სტილის დასახლება არის პირველი პროექტი, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ის არ იქნება ერთადერთი. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება მშენებელ კომპანიაზე, მის პროექტზე შეიძლება გაყიდვების ოფისში და ისევე მის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელებში.

აგრეთვე ამ საცხოვრებელ კომპლექსს ეძახიან ამერიკული სახლიბი.

სად მდებარეობს American Homes?

ფრედერიკ მონპერეს ქ. 21.

როდის შევა ექსპლუატაციაში American Homes

ფრედერიკ მონპერეს ქ. 21 – აშენებულია.

არის გასაყიდი ბინები დეველოპერისგან?

ჩვენი ინფორმაციით American Homes–ში ამჟამად არ დარჩა გასაყიდი ბინა დეველოპერისაგან.

ვინ არის დეველოპერი American Homes თბილისში?

დეველოპერი American Homes-ში - LTD American Homes.