იყიდება კოტეჯები ბათუმში

ქალაქები ახლოს, სოფლები ახლოს და რაიონები
40 კოტეჯი
iVillas

iVillas

მწვანე კონცხი
‍1 070 212 ₾-დან
X2 Home

X2 Home

ავგიას ქუჩა 34
გონიო
‍639 775 ₾-დან
მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება საქართველოში: ადგილმდებარეობის არჩევიდან გარიგების გაფორმებამდე

ბათუმის კოტეჯური ტიპის დასახლებები  Korter - ის კატალოგში

ბათუმი - საქართველოს მთავარი ტურისტული ცენტრია, რომელიც განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე. ყოველწლიურად აქ შენდება უამრავი კომპლექსი, რომელთა აპარტამენტები ხშირ შემთხვევაში იყიდება დამსვენებელთათვის მომდევნო გაქირავების მიზნით. ხოლო მუდმივი საცხოვრებლის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება კოტეჯური ტიპის დასახლებებს.

კოტეჯური ტიპის დასახლებები ბათუმში: რა შენდება საკურორტო ქალაქში?

კოტეჯური ტიპის დასახლებები ბათუმში - დახურული ტიპის კომპლექსებია კეთილმოწყობილი ტერიტორიით, სადღეღამისო დაცვის სამსახურითა და მრვალსაფეხურიანი წვდომის სისტემით. მსგავსი ტიპის დასახლებებში შექმნილია კომფორტისა და მრავალფეროვანი დასვენებისთვის აუცილებელი ყველა პირობა. დასახლებების ტერიტორიაზე განლაგებულია მაღაზიები, კაფეები, ბარბექიუს ზონები და საუნები.

კოტეჯური ტიპის დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი კოტეჯები - პრესტიჟული 1-3 სართულის სიმაღლის ნაგებობები, რომლებიც დაპროექტებულია თანამედროვე ან ევროპულ არქიტექტურულ სტილში. ასეთ სახლებს გააჩნია მომავალ მობინადრეზე მორგებული შიდა გეგმარება, საკუთარი მიწის ნაკვეთები, ღია ტერასები და ვერანდები. ასევე ხშირად კოტეჯებთან შენდება დახურული ავტოსადგომები და ღია საპარკინგე ადგილები.

კოტეჯების გარდა მსგავსი ტიპის დასახლებებში  შეიძლება შეგვხვდეს ერგონომიული დაგეგმარების თაუნჰაუსები, რომლებიც განკუთვნილია 2-4 ოჯახზე, აგრეთვე ვილები რომელთა საერთო ფართი 200 კვ.მ მეტრია.

კოტეჯის ტიპის დასახლებები შენდება აეროპორტის რაიონში, გონიოში და ჩაქვში. სამშებელო კომპანიები აგებენ საცხოვრებელს აგურის ან მონოლითურ-კარკასული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უზრუნველჰყოფს უძრავი ქონების მაღალ საექსპლუატაციო მახასიათებლებს. 

ბათუმის მშენებარე კოტეჯები მიეკუთვნება ბიზნეს ან ელიტური კლასის უძრავ ქონებას და ხელმისაწვდომია ვიწრო წრის მომხმარებელთათვის.

კოტეჯური ტიპის დასახლებები: საცხოვრებლის ფასი

უძრავი ქონების ღირებულება დამოკიდებულია კოტეჯური ტიპის დასახლების განლაგებაზე და კომფორტის კლასზე. თუ შევადარებთ მშენებარე და ექსპლუატაციაში ჩაბარებულ კოტეჯებს, მსგავსი მახასიათებლების შემთხვევაში ექსპლუატაციაში მიღებული უძრავი ქონების ღირებულება მკვეთრად აღემატება მშენებარეს. ეს განპირობებულია იმით, რომ მომავალ მობინადრეს არ მოუწევს ლოდინი მშენებლობის დასრულებამდე და შეძლებს შესახლებას შეძენისთანავე.

სად შეიძლება ბათუმის კოტეჯური ტიპის დასახლებების მოძიება?

Korter -ის უძრავი ქონების კატალოგის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია საკურორტო ქალაქის ყველა მშენებარე კომპლექსი და კოტეჯური ტიპის დასახლებები. შერჩეული კოტეჯური ტიპის დასახლების გვერდზე გადასვლისას შეიძლება გაეცნოთ მის აღწერილობას, ტექნიკურ მახასიათებლებს, ადგილმდებარეობას, ზღვამდე მანძილს, დაათვალიეროთ პროექტის ფოტოები და შიდა დაგეგმარების სქემები.

კოტეჯური ტიპის დასახლებების შერჩევისას შესაძლებელია გაფილტვრა ბათუმის რაიონის მიხედვით, კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით, მშენებლობის დასრულების პერიოდისა  და უძრავი ქონების ჩაბარების კონდიციის მიხედვით.

ინტერაქტიულ რუქაზე შესაძლებელია შერჩეული კოტეჯური ტიპის დასახლებების განლაგების შესწავლა სატრანსპორტო ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების გათვლით. Korter - ის კატალოგში ინფორმაცია წარმოდგენილია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე.

კოტეჯების ფასები სხვა ქალაქებში

მახინჯაური‍3 799 ₾-დან / მ2
ჩაქვი‍4 363 ₾-დან / მ2
გონიო‍5 128 ₾-დან / მ2
ქობულეთი‍3 558 ₾-დან / მ2
შეკვეთილი‍3 215 ₾-დან / მ2
ბორჯომი‍2 274 ₾-დან / მ2
ბაკურიანი‍2 576 ₾-დან / მ2
გუდაური‍3 076 ₾-დან / მ2
მცხეთა‍2 399 ₾-დან / მ2
წავკისი‍2 985 ₾-დან / მ2
საგურამო‍2 458 ₾-დან / მ2
თბილისი‍3 542 ₾-დან / მ2
თელავი‍3 034 ₾-დან / მ2

სახლების ფასები სხვა ქალაქებში

მახინჯაური‍648 227 ₾-დან
ჩაქვი‍802 659 ₾-დან
გონიო‍639 775 ₾-დან
ქობულეთი‍288 957 ₾-დან
შეკვეთილი‍250 429 ₾-დან
ბაკურიანი‍145 976 ₾-დან
გუდაური‍139 997 ₾-დან
წავკისი‍830 752 ₾-დან
საგურამო‍112 372 ₾-დან
თბილისი‍184 611 ₾-დან
თელავი‍858 636 ₾-დან