იყიდება კოტეჯები ბაკურიანში

4 კოტეჯი
მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება საქართველოში: ადგილმდებარეობის არჩევიდან გარიგების გაფორმებამდე

კოტეჯები ბაკურიანში

ბაკურიანი ულამაზესი სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, რომელიც მდებარეობს მცირე კავკასიონის კალთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრის სიმაღლეზე. ბაკურიანი ცნობილია მინერალური წყლებით, მთის სუფთა ჰაერით და მზიანი დღეების სიუხვით. მისი პოპულარობა საბჭოთა პერიოდიდან იწყება, როდესაც ბაკურიანი არა მხოლოდ კურორტი, არამედ სპორტული შეჯიბრებების გამართვის მთავარი ლოკაციაც იყო.

ბაკურიანის, როგორც ტურისტული ზონის მიმზიდველობა უდავოა. ბრწყინვალე პეიზაჟები, მრავალფეროვანი ტრასები სხვადასხვა დონის მოთხილამურეებისთვის და სნოუბორდისტებისთვის, ასევე განვითარებული ინფრასტრუქტურა მას ზამთრის არდადეგების იდეალურ ადგილად აქცევს. ზაფხულში კურორტი არანაკლებ მიმზიდველია მთის სუფთა ჰაერით, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრით, ასევე გარე აქტივობების მრავალფეროვნებით.

ბაკურიანში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად იზრდება, იზიდავს ინვესტორებს და კერძო მყიდველებს. აქ მრავლადაა მყუდრო ბინები, აპარტამენტები, კოტეჯები და კერძო სახლები. ბაკურიანის უძრავ ქონებაში ინვესტირებით საშუალება გეძლევათ არა მხოლოდ გქონდეთ საკუთარი კუთხე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, არამედ მიიღოთ სტაბილური შემოსავალი საცხოვრებლის გაქირავებით.

როგორ ავირჩიოთ კოტეჯი ბაკურიანში?

ბაკურიანში კოტეჯის არჩევა მოითხოვს ფრთხილ მიდგომას და მთელი რიგი ძირითადი ფაქტორების გათვალისწინებას. პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი შეძენის მიზანი: ეძებთ მყუდრო თავშესაფარს ოჯახური დასვენებისთვის, თუ განიხილავთ შესყიდვას, როგორც ინვესტიციას, შემდგომში მისი გაქირავების მიზნით. ეს საშუალებას მოგცემთ შეამციროთ თქვენი ძიების დრო და ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ შემოთავაზებებზე. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კოტეჯის მდებარეობა საბაგიროებსა და მთავარი საკურორტო ინფრასტრუქტურის სიახლოვეს, თავად კოტეჯში მოსახერხებელი მიმსასვლელი გზისა და კეთილმოწყობის ხელმისაწვდომობა.

ასევე ღირს ყურადღების მიქცევა გარიგების იურიდიულ სისუფთავესა და ობიექტის მდგომარეობაზე. შეამოწმეთ საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი და დარწმუნდით, რომ არ არის ტვირთი ან კომუნალური გადასახადების დავალიანება. თანაბრად მნიშვნელოვანია კოტეჯის საფუძვლიანი შემოწმება, სასურველია კვალიფიციურ სამშენებლო ექსპერტთან ერთად, რომელსაც შეუძლია შეაფასოს შენობის ტექნიკური მდგომარეობა და მიუთითოს პოტენციურ პრობლემებზე.

ბაკურიანში კოტეჯის არჩევისას გამოიყენეთ ვებგვერდი Korter.ge. საიტზე ნახავთ კოტეჯების დეტალურ აღწერას, ფოტოებს, მახასიათებლებსა და ფასებს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დასასვენებლად ან ინვესტიციისთვის იდეალური სახლის მოძიებისა და შერჩევის პროცესს. Korter.ge ასევე საშუალებას გაძლევთ შეადაროთ ობიექტები ინტერაქტიულ რუკაზე და გაეცნოთ ინფორმაციას ადგილობრივი დეველოპერების შესახებ, რაც შერჩევის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს და გამჭვირვალეს გახდის.

დეველოპერისგან კოტეჯის შეძენის უპირატესობები

  • ობიექტის სიახლე: დეველოპერისგან კოტეჯის შეძენის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის შესაძლებლობა გახდე ახალი სახლის პირველი მფლობელი თანამედროვე კომუნიკაციებითა და აღჭურვილობით.
  • გარანტიები და უსაფრთხოება: დეველოპერები, როგორც წესი, უზრუნველყოფენ სამშენებლო გარანტიებს, რაც დამატებით სანდოობის გარანტიას იძლევა შეძენილი ქონების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. დადგენილ ვადაში სამშენებლო დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში დეველოპერი იღებს ვალდებულებას მათ აღმოფხვრელად.
  • ჩაბარების კონდიციის არჩევის შესაძლებლობა: მშენებლობის ეტაპზე შეძენისას, დეველოპერი ხშირად სთავაზობს მყიდველს შესაძლებლობას აირჩიოს დასრულების მასალები, ფერები და თუნდაც დაგეგმვის გადაწყვეტილებები.
  • გადახდის პირობები: დეველოპერები დაინტერესებულნი არიან მყიდველების მოზიდვით და ხშირად გვთავაზობენ გადახდის მოქნილ პირობებს, მათ შორის განვადებას, ინდივიდუალურ ფასდაკლებებსა და აქციებს.
  • შიდა ინფრასტრუქტურა: თავად სახლების გარდა, თანამედროვე დეველოპერები ვალდებულებას იღებენ კოტეჯების ქალაქებისა და კომპლექსების სრულ კეთილმოწობაზე, სუპერმარკეტებიდან საცურაო აუზებამდე.
  • საინვესტიციო მიმზიდველობა: ბაკურიანში ახალ კოტეჯებს აქვთ ღირებულების ზრდის მაღალი პოტენციალი, რაც შესყიდვას მომგებიან ინვესტიციად აქცევს.

რა ავირჩიოთ ბაკურიანში კოტეჯის შესაძენად? განვადება თუ იპოთეკა? 

ბაკურიანში კოტეჯის შეძენის პირობების განხილვისას, პოტენციური მყიდველები დგანან არჩევანის წინაშე განვადებასა და იპოთეკას შორის. განვადების გეგმა არის შეთანხმება უშუალოდ დეველოპერთან, უძრავი ქონების ღირებულების გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად გადახდაზე , ჩვეულებრივ, პროცენტის დარიცხვის გარეშე. ეს ვარიანტი შეიძლება იყოს მიმზიდველი მყიდველებისთვის, რომლებსაც არ სურთ ზედმეტი ხარჯები, ასევე მათთვის, ვისაც სურს თავიდან აიცილოს მკაცრი საკრედიტო პირობები ბანკისგან.

ბანკიდან იპოთეკური სესხის აღებით მყიდველი იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადაში დაფაროს სესხი პროცენტებთან ერთად. იპოთეკური სესხის შემთხვევაში შესაძლოა უფრო დიდი ოდენობის სესხის მირება და გრძელვადიანი დაფარვის პირობები, მაგრამ ამას თან ახლავს დამატებითი ხარჯები პროცენტის სახით, აგრეთვე უფრო მკაცრი საკრედიტო შემოწმების გავლის აუცილებლობა.

არჩევანი განვადებასა და იპოთეკას შორის დამოკიდებულია მყიდველის პირად ფინანსურ გარემოებებზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და ბანკის მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარზე. დეველოპერისგან განვადებით გეგმას შეუძლია შესთავაზოს ქონების შეძენის უფრო დაბალი ღირებულება პროცენტის არარსებობის გამო, მაგრამ ხშირად მოითხოვს უფრო დიდ პირველად შენატანს. იპოთეკა, თავის მხრივ, გვთავაზობს უფრო დიდ ფინანსურ მოქნილობას და უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას უფრო დაბალი წინასწარი შენატანით, მაგრამ ერთიანი ზედმეტად გადასახდელი თანხის ოდენობა სესხზე შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყურადღებით შეაფასოთ თქვენი გრძელვადიანი ფინანსური გეგმები და ვარიანტები, როგორც მიმდინარე, ისე მომავალი ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით.

როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი კოტეჯის შეძენით?

  1. შეისწავლეთ ბაზარი: ჩაატარეთ ბაკურიანის უძრავი ქონების ბაზრის საფუძვლიანი ანალიზი, მიმდინარე ფასების, ტენდენციების და შეთავაზებების ჩათვლით. გამოიკვლიეთ კურორტის სხვადასხვა უბანი, რომ იპოვოთ ადგილი, რომელიც აერთიანებს იდეალურ მდებარეობას და ღირებულების ზრდის მაღალ პოტენციალს.
  2. აირჩიეთ სწორი დრო შესაძენად: ქონების ფასები შეიძლება მერყეობდეს სეზონისა და ეკონომიკური პირობების მიხედვით. თვალყური ადევნეთ ბაზარს, რათა განსაზღვროთ საუკეთესო დრო შესყიდვისთვის.
  3. განიხილეთ გაქირავების შესაძლებლობები: შეაფასეთ კოტეჯის გაქირავების პოტენციალი. პოპულარულ ტურისტულ ლოკაციაზე მდებარე კოტეჯს შეუძლია მოიტანოს მაღალი შემოსავალი მოკლევადიანი გაქირავების შედეგად, რაც ხელს შეუწყობს ხარჯების კომპენსირებას და გაზრდის თქვენს საინვესტიციო შემოსავალს.
  4.  განახორციელეთ ინვესტიცია ხარისხიან რემონტში: მაღალხარისხიანმა მოპირკეთებამ და გააზრებულმა დიზაინმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი კოტეჯის გაქირავების ფასი და მიმზიდველობა მოიჯარეებისთვის და მომავალი მყიდველებისთვის.
  5. გაითვალისწინეთ გრძელვადიანი პერსპექტივები: იფიქრეთ ბაკურიანის სამომავლო განვითარებაზე და ადგილობრივი ხელისუფლების გეგმებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესახებ.

მომხმარებლები ასევე ეძებენ

✅  იპოთეკა
✅  იპოთეკის კალკულატორი
✅  ქირავდება სახლები
✅  დასრულებული ბინები ბაკურიანში
✅  თაუნჰაუსები
✅  ვილები

კოტეჯების ფასები ბაკურიანის მახლობლად

ბორჯომი‍2 274 ₾-დან / მ2
მცხეთა‍2 399 ₾-დან / მ2
წავკისი‍2 985 ₾-დან / მ2
საგურამო‍2 458 ₾-დან / მ2
თბილისი‍3 542 ₾-დან / მ2
გუდაური‍3 076 ₾-დან / მ2
ქობულეთი‍3 558 ₾-დან / მ2
შეკვეთილი‍3 215 ₾-დან / მ2
ჩაქვი‍4 363 ₾-დან / მ2
მახინჯაური‍3 799 ₾-დან / მ2
ბათუმი‍3 911 ₾-დან / მ2
თელავი‍3 034 ₾-დან / მ2
გონიო‍5 128 ₾-დან / მ2

სახლების ფასები ბაკურიანის მახლობლად

წავკისი‍830 752 ₾-დან
საგურამო‍112 372 ₾-დან
თბილისი‍184 611 ₾-დან
გუდაური‍139 997 ₾-დან
ქობულეთი‍288 957 ₾-დან
შეკვეთილი‍250 429 ₾-დან
ჩაქვი‍802 659 ₾-დან
მახინჯაური‍648 227 ₾-დან
ბათუმი‍288 957 ₾-დან
თელავი‍858 636 ₾-დან
გონიო‍639 775 ₾-დან