განცხადების დამატება
განათავსეთ თქვენი საცხოვრებელი Korter-ზე
როგორ გავაუმჯობესოთ ეს გვერდი?

ბინების გაყიდვა მახინჯაურში

მახინჯაური არის კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრიდან 6 კილომეტრში. უძრავი ქონების ფასები მახინჯაურში აჭარის დედაქალაქთან შედარებით დაბალია, ამიტომ ბევრი მას ბიუჯეტურ ალტერნატივად მიიჩნევს. ეს კურორტი ტურისტებში ნაკლებად პოპულარულია, ამის გათვალისწინებით  სანაპიროზე უფრო მეტი ადგილია.

როგორ უნდა შეიძინო ბინა მახინჯაურში?

უძრავი ქონების შეძენა მახინჯაურში შესაძლებელია რამოდენიმე გზით: 

  • ერთიანი გადახდა
  • იპოთეკური სესხი
  • შიდა უპროცენტო კრედიტი

ყველას არ შეუძლია გადაიხადოს საცხოვრებლის სრული ღირებულება, ამიტომ ბინის შეძენის  ყველაზე პოპულარულ გზად იპოთეკა და განვადება რჩება. თუმცა უპროცენტო განვადება შესაძლებელია მხოლოდ პირველადი საცხოვრებლის შეძენის შემთხვევაში. მახინჯაურში ბინის განვადებით შესაძენად აუცილებელია პირველადი შენატანის გაკეთება, შემდეგ კი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დარჩენილი თანხის ეტაპობრივი გადახდა. ჩვეულებრივ, დეველოპერები სთავაზობენ მომავალ მობინადრეებს განვადებას მშენებარე საცხოვრებელ სახლებზე, ყოველთვიური გადასახადების გაანგარიშებით ისე, რომ მთელი ღირებულება გადაიხდილი იქნეს  პროექტის ექსპლუატაციაში ჩაბარების  დროისთვის.

სად არის შესაძლებელი ბინის შეძენა მახინჯაურში?

ზღვის პირველ ზოლზე გვხვდება თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები და აპარტ-ოტელები. ამ ტიპის უძრავი ქონება  მოთხოვნადია და იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს საზაფხულო საცხოვრებელს პირადი სარგებლობისთვის, ასევე მათთვის, ვინც აპირებს ბინების დაქირავებას ტურისტებზე.

ზღვის პირველ ზოლში მდებარე უძრავი ქონების ღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე კურორტის სხვა ნაწილებში. თუმცა ეს უძრავი ქონება ხასიათდება მაღალი მომგებიანობითა და მოკლე ანაზღაურებადი პერიოდით, გარდა ამისა აპარტ-ოტელების მმართველი კომპანიები სთავაზობენ მობინადრეებს საცხოვრებლის სრულ მოვლა-პატრონობას და იჯარით გაცემის უზრუნველყოფას. გაქირავების ბიზნესში ინვესტირებისთვის თქვენ არც კი დაგჭირდებათ ქვეყნის სტუმრობა. საქმის წარმოება შესაძლებელია საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც. გარდა ამისა რიგ მმართველ კომპანიებს ხელშეკრულებაში გაწერილი აქვთ გარანტირებული შემოსავლის მიღების პირობაც კი.

სანაპიროს გზის გადაღმა ბევრად დაბალი ღირებულების უძრავი ქონებაა განლაგებული. აქ ძირითადად იყიდება მეორადი საცხოვრებელი ბინები, თუმცა მოიძებნება რამოდენიმე მშენებარე კომპლექსიც. ფეხით სავალ გზაზე უამრავი ინფრასტრუქტურული ობიექტია, მათ შორის კაფე, რესტორნები და მაღაზიები.

ზოგი სახლი მდებარეობს მთაზე, სიმწვანეშია ჩაფლული. სიახლოვეს განლაგებუილია ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

ბინის შეძენა მახინჯაურში უფრო ხელსაყრელია: დეველოპერისგან თუ მესაკუთრისგან?

მახინჯაურში ბინების რეალიზაციას ახორციელებენ როგორც დეველოპერები, ასევე მესაკუთრეები. ბევრი უცხოელი სტუმარი უპირატესობას ანიჭებს პირველად საცხოვრებელს მისი „კანონიერი გამჭვირვალობის“ გამო, რადგან მეორადი უძრავი ქონება აუცილებლად უნდა შემოწმდეს ამონაწერით საქართველოს უძრავი ქონების რეესტრიდან.           

პირველადი უძრავი ქონება
დადებითიუარყოფითი
ხელმისაწვდომია უპროცენტო განვადებაახალ დასახლებულ უბნებში ძირითადად ცუდად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა
შესაძლებელია მომგებიანი ინვესტირება ბინის საწყის ეტაპზე შეღავათიან ფასად ყიდვის შემთხვევაშიკომპლექსის მომდევნო ბლოკების მშენებლობისგან გამოწვეულმა ხმაურმა შეიძლება შეუშალოს ხელი შესახლებულ მობინადრეებს
მაღალი ხარისხის მშენებლობისთვის დეველოპერები იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებსგრძელვადიანი, დროში გაწელილი მშენებლობის რისკი
საცხოვრებლის შეძენა შესაძლებელია აპარტ-ოტელში დასრულებული რემონტითმიღებული შედეგი შეიძლება განსხვავდებოდეს დეველოპერის დაპირებისგან.

მშენებარე კომპლექსების მზარდი პოპულარობის მიუხედავად, უამრავი მყიდველი ირჩევს მეორად ბაზარს. მესაკუთრისგან შეძენილ ბინას მახინჯაურში  რიგი უპირატესობები გააჩნია ახალ მშენებარე კორპუსებთან მიმართებაში. თუმცა, იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ განსხვავებები, აუცილებელია შევისწავლოთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.           

მეორადი უძრავი ქონება
დადებითიუარყოფითი
უბანში განვითარებული ინფრასტრუქტურაშენობისა და საინჟინრო კომუნიკაციების ცვეთა
შეძენისთანავე შესაძლებელია შესახლებაბევრად რთულია და ხარჯიანი სარემონტო სამუშაოების წარმოება
მფლობელთან მოლაპარაკების დროს შესაძლებელია ვაჭრობააუცილებელია ობიექტისა და მფლობელის საფუძვლიანი იურიდიული შემოწმება
ადგილმდებარეობის დიდი არჩევანიმოძველებული ბინის  განლაგება 

განსხვავებები პირველად და მეორად უძრავ ქონებას შორის ბევრად მეტია. ორივე ვარიანტის უფრო ზუსტი შედარება შესაძლებელია Korter-ის კატალოგის საშუალებით. ფილტრების გამოყენებით შეგიძლიათ გადაარჩიოთ შესაბამისი ვარიანტები. ორივე ტიპის უძრავი ქონების დეტალური შედარებისთვის Korter-ი გთავაზობთ სრულ ინფორმაციას ყოველი ობიექტის შესახებ. ვებ-გვერი საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ განლაგების რენდერები, 3D რუქა , ფოტომასალა და მრავალი სხვა.

მიმდინარე მშენებლობების ფასები მახინჯაურის რაიონებში

თამარის დასახლება‍5 311 ₾-დან / მ2
ძველი ქალაქი‍5 927 ₾-დან / მ2
ცენტრი‍3 380 ₾-დან / მ2
ახალი ბულვარი‍3 617 ₾-დან / მ2
რუსთაველის უბანი‍4 416 ₾-დან / მ2
ბაგრატიონის უბანი‍2 496 ₾-დან / მ2
ჯავახიშვილის უბანი‍2 894 ₾-დან / მ2
კახაბერის უბანი‍3 824 ₾-დან / მ2
ხიმშიაშვილის უბანი‍3 303 ₾-დან / მ2
აღმაშენებლის უბანი‍1 928 ₾-დან / მ2
აეროპორტის დასახლება‍3 149 ₾-დან / მ2

ბინების ფასები მახინჯაურის რაიონებში

თამარის დასახლება‍212 464 ₾-დან
ძველი ქალაქი‍242 817 ₾-დან
ცენტრი‍71 834 ₾-დან
ახალი ბულვარი‍67 510 ₾-დან
რუსთაველის უბანი‍125 964 ₾-დან
ბაგრატიონის უბანი‍71 834 ₾-დან
ჯავახიშვილის უბანი‍88 716 ₾-დან
კახაბერის უბანი‍134 943 ₾-დან
ხიმშიაშვილის უბანი‍77 549 ₾-დან
აღმაშენებლის უბანი‍53 410 ₾-დან
აეროპორტის დასახლება‍59 914 ₾-დან

მიმდინარე მშენებლობების ფასები მახინჯაურის მახლობლად

ჩაქვი‍3 412 ₾-დან / მ2
ბათუმი‍3 436 ₾-დან / მ2
ჭარნალი‍2 549 ₾-დან / მ2
გონიო‍5 348 ₾-დან / მ2
კვარიათი‍4 939 ₾-დან / მ2
ქობულეთი‍3 749 ₾-დან / მ2
შეკვეთილი‍3 837 ₾-დან / მ2
ურეკი‍2 589 ₾-დან / მ2
ფოთი‍2 098 ₾-დან / მ2
ბახმარო‍3 983 ₾-დან / მ2
ზუგდიდი‍2 390 ₾-დან / მ2
ქუთაისი‍2 350 ₾-დან / მ2
ბორჯომი‍2 100 ₾-დან / მ2
ბაკურიანი‍3 171 ₾-დან / მ2
გორი‍2 241 ₾-დან / მ2
მანგლისი‍1 965 ₾-დან / მ2
გუდაური‍4 169 ₾-დან / მ2
ბაზალეთი‍2 655 ₾-დან / მ2
საგურამო‍2 602 ₾-დან / მ2
თბილისი‍3 391 ₾-დან / მ2

ბინების ფასები მახინჯაურის მახლობლად

ჩაქვი‍71 573 ₾-დან
ბათუმი‍46 476 ₾-დან
ჭარნალი‍486 967 ₾-დან
გონიო‍46 476 ₾-დან
კვარიათი‍123 029 ₾-დან
ქობულეთი‍65 930 ₾-დან
შეკვეთილი‍137 703 ₾-დან
ურეკი‍85 649 ₾-დან
ფოთი‍101 345 ₾-დან
ზუგდიდი‍90 629 ₾-დან
ქუთაისი‍69 396 ₾-დან
ბორჯომი‍60 791 ₾-დან
ბაკურიანი‍57 070 ₾-დან
გორი‍70 113 ₾-დან
მანგლისი‍84 364 ₾-დან
გუდაური‍91 104 ₾-დან
ბაზალეთი‍83 657 ₾-დან
საგურამო‍624 644 ₾-დან
თბილისი‍58 799 ₾-დან