Midamo Lisze
თბილისში

დეველოპერისგან არ არის ბინები გასაყიდი
სამშენებლო კომპანია
ობიექტის მისამართი
ბუდაპეშტის ქ.

Midamo Lisze რუკაზე თბილისი

პროექტის მახასიათებლები

სახლის შესახებ

🟧 სახლების რაოდენობა14
🟧 სართულიანობა2
🟧 ავტოსადგომიმიწისზედა პარკინგი
🟧 ინფრასტრუქტურაგამწვანებული ეზო
🟧 კომუნიკაციებიელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია, ბუნებრივი აირი
🟧 ლიფტიარა
🟧 უსაფრთხოება24-საათიანი დაცვის სამსახური, ვიდეოკონტროლი

ბინების შესახებ

🟧 მდგომარეობაშავი კარკასი
როგორ გავაუმჯობესოთ ეს გვერდი?

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

Midamo Lisze საცხოვრებელი კომპლექსი გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას შეიძინოთ კომფორტული სახლი ტიპიური ქალაქის ბინის ფასად.

ადგილმდებარეობა

14 ტანჰაუსისთვის ქალაქში მშენებლობისთვის გამოყოფილია მიწის ნაკვეთი, რომელიც დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრს შეადგენს და მდებარეობს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, ლისის ტბის მახლობლად. აქ მშვიდი ადგილია სუფთა ჰაერითა და განსაცვიფრებელი მთის პანორამებით დამშვენებული. ამავდროულად, ქალაქის ცენტრში სწრაფად შეგიძლიათ ჩახვიდეთ სულ რაღაც 15 წუთში საკუთარი მანქანით.

რა არის გარშემო

ინფრასტრუქტურა ქალაქის ამ ნაწილში მინიმალურია. რუქაზე ჩანს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე სასტუმრო სახლი და კაფეა. ცოტა მოშორებით არის იპოდრომი, პატარა სავაჭრო ცენტრი. უფრო მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა დაახლოებით 2 კმ მანძილითაა დაშორებული.

ტრანსპორტი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ წარმოდგენილია ორი ავტობუსის მარშრუტით №.29, 107. ისინი ხელს შეუწყობენ ქალაქის სხვა რაიონებში მისვლას. მანძილი უახლოეს მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტამდე" სწორი ხაზით არის დაახლოებით 3 კმ, მაგრამ ადგილობრივი გზების თავისებურებების გათვალისწინებით, ეს მანძილი ოდნავ უფრო დიდი იქნება.

პროექტის მახასიათებლები

საცხოვრებელი კომპლექსი Midamo Lisze ტერიტორიაზე აშენებულ თითოეულ თანჰაუსს აქვს მყარი საიმედო საძირკველი, მონოლითური რკინაბეტონის კარკასი, ფგარე კედლები ამოყვანილია დამატებითი იზოლაციის მქონე აგურებით, კიბეები და ვერანდები მოპირკეთებულია უსაფრთხო, ყინვაგამძლე და მდგრადი კერამიკული ფილებით.

თითოეული სახლის მახლობლად გათვალისწინებულია პატარა მიწის ნაკვეთი, რომელსაც მფლობელები თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენებენ. შენობის მიმდებარედ ფართო და ღია ვერანდაა, აქ შეგიძლიათ აღჭურვოთ დასვენების ადგილები, ბავშვთა გართობის ადგილი ან უბრალოდ ზამთრის ბაღი განათავსოთ.

ეზოს ტერიტორია შემოღობილია ხის ღობეებით, რომლებიც დამატებით დამუშავებულია ანტისეპტიკური და ხანძარსაწინააღმდეგო ნაერთებით. იქვე დაყენებულია ორი ძელი ქუჩის განათებით. კეთილმოწყობის პროცესში, სახლების წინ დაიგება კომფორტული საავტომობილო გზა, ასევე უკვე დაასფალტირებულია გზის მონაკვეთი, რომელიც აკავშირებს საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიას მიმდებარე მაგისტრალთან.

შენობები გაზიფიცირებულია, უკავშირდება წყალმომარაგების სისტემას, ელექტროენერგიას. სახლების კანალიზაციის სისტემა ინდივიდუალურია, ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურად გამწმენდი ფუნქციითა და 50 წლამდე მომსახურების ვადით.

სახლები

სახლის გეგმარება ისეა გააზრებული, რომ შიდა ინტერიერი კომფორტული იყოს სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისთვის. პირველ სართულზე არის ძალიან ფართო მისაღები ოთახი, სამზარეულოს ზონით, ასევე ორი სველი წერტილით, შესასვლელით, კიბით. მეორე სართული შედგება სამი კომფორტული საძინებლისაგან და აქვეა კიდევ ერთი სველი წერტილი, აივანი. ყველა სახლი ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მფლობელს შეუძლია დიზაინი გადაწყვიტოს თავის შეხედულებისამებრ.

დეველოპერი

სამშენებლო კომპანია Urban.ge 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდითაა დაკომპლექტებული და მიზნად ისახავს კომფორტულ, ეკოლოგიურად უსაფრთხო, საცხოვრებელი სახლის აშენებას. დეველოპერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ მეტი ინფორმაცია მისი საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, ასევე Midamo Lisze ში ბინების მყიდველებთან თანამშრომლობის პირობების შესახებ.

აგრეთვე ამ საცხოვრებელ კომპლექსს ეძახიან მიდამო ლისზე.

სად მდებარეობს Midamo Lisze?

ბუდაპეშტის ქ..

როდის შევა ექსპლუატაციაში Midamo Lisze

Midamo Lisze – აშენებულია.

არის გასაყიდი ბინები დეველოპერისგან?

ჩვენი ინფორმაციით Midamo Lisze–ში ამჟამად არ დარჩა გასაყიდი ბინა დეველოპერისაგან.

ვინ არის დეველოპერი Midamo Lisze თბილისში?

დეველოპერი Midamo Lisze-ში - Centra Estates.