დელისი ტერასა
თბილისში

დეველოპერისგან არ არის ბინები გასაყიდი
1 ბინა მეორად ბაზარზე
სამშენებლო კომპანია
ობიექტის მისამართი
კამანის ქ. 7

ვრცლად სახლის შესახებ

კამანის ქ. 7 (დელისი ტერასა)
6 სართული
ამოყიდულია
უცნობია
უცნობია
ამოყიდულია

დელისი ტერასა რუკაზე თბილისი

პროექტის მახასიათებლები

სახლის შესახებ

🟧 სახლების რაოდენობა1
🟧 სართულიანობა6
🟧 ავტოსადგომიმიწისქვეშა პარკინგი, მიწისზედა პარკინგი

ბინების შესახებ

🟧 მდგომარეობაშავი კარკასი, თეთრი კარკასი, დასრულებული რემონტით
🟧 ბინების რაოდენობა12
🟧 ბინების ფართები55–145 მ2
როგორ გავაუმჯობესოთ ეს გვერდი?

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

საცხოვრებელი კომპლექსი "ტერასა დელისი" თბილისში – პატარა ექვს-სართულიანი თანამედროვე სტილის კორპუსია, რომელშიც გამოიყენება დედაქალაქისთვის ნაცნობი არქიტექტურული გადაწყვეტილებები.

სად არის განლაგებული

ახალი კომპლექსი მდებარეობს საბურთალოზე, კამანის ქუჩაზე , დაახლოებით ორას მეტრში შალვა ნუცუბიძეს ქუჩიდან. ახალი შენობიდან ქალაქ თბილისის მერიამდე ოთხნახევარი კილომეტრია. მიკრორაიონში კომფორტული ატმოსფეროა, რადგან დიდი მოქმედი სამრეწველო საწარმოები და გადატვირთული ავტომაგისტრალები კარგა მოშორებითაა განლაგებული.

უახლოესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მდებარეობს შ. ნუცუბიძეს ქუჩაზე, ორას ორმოცდაათი მეტრის მოშორებით კომპლექსიდან. აქ გადის ოთხი ავტობუსის მარშრუტი მინიმალური ინტერვალით თვრამეტი წუთი. უახლოეს მეტროსადგურამდე "დელისი" დაახლოებით ექვსი ასეული მეტრია.

ახალ შენობაში კომფორტული ცხოვრება ექნება ქალაქის ნებისმიერ მაცხოვრებელ პირს, რომელსაც ურჩევნია მშვიდი და წყნარი გარემო, ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტების სიახლოვეს. ახლოსაა განლაგებული სტადიონი "ბენდელა". რამდენიმე წუთის სავალზეა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ასევე ახლოსაა რესპუბლიკური საავადმყოფო. რამდენიმე ქსელური სუპერმარკეტი და სასურსათო მაღაზია, კაფე, ბანკი, განლაგებულია სულ რამდენიმე წუთის სავალზე ახალაშენებულ კორმპლექსთან. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, შეუძლიათ ისარგებლონ №158 საბავშვო ბაღის მომსახურებით, სკოლის და სკოლამდელი ასაკისას კი– მოემსახურებათ საშუალო სკოლა №60 და №52.

არქიტექტურა

საცხოვრებელი კომპლექსი "ტერასა დელისი" ექსპლუატაციაში შესულია 2017 წლიდან. სახლს ამშვენებს დიდი პანორამული ფანჯრები, თითქმის მთელი კედლის სიგრძეზე, ასევე ფართო აივნები რკინის გამჭვირვალე მოაჯირებით, რომელიც ბინის მთელი პერიმეტრზეა გადაჭიმული.

შენობა აქვს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი და ბრტყელი სახურავი, რომელიც ტერასადაც გამოიყენება. შენობის ფასადი თბოიზოლირებულია და უზრუნველყოფს საჭირო დონის კომფორტს შენობებში.

კეთილმოწყობა

საცხოვრებელი კომპლექსის "ტერასა დელისი" მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია ადგილობრივი ლანდშაფტის გათვალისწინებით. სახლთან ახლოს არის მოწყობილი სასტუმრო მანქანების პარკინგი, დაფენილია სავალი გზა, ბილიკები და ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის.

კორპუსის მაცხოვრებლები ისარგებლებენ მიწისქვეშა პარკინგით, ბავშვთა სათამაშო ფართით, მოწყობილია ყვავილნარები, დარგულია ხეები და დაგებულია გაზონები. ორგანიზებულია თანამედროვე გარე განათების სისტემა.

ბინები

საცხოვრებელი ფართი მერყეობს 55-175 კვ. მ.–მდე. ბინის ყიდვა დეველოპერისგან შესაძლებელია სამ ვარიანტში – ფასში შედის, შავი კარკასი, თეთრი კარკასი ან სრული რემონტის მდგომარეობა.

ბინების გაყიდვა ხორციელდება ნაღდი ფულით, გადაწყვეტილება განვადებით ან იპოთეკური დაფინანსების თაობაზე მიიღება ინდივიდუალურად. მეტი ინფორმაცია ახალ შენობაზე შეგიძლიათ გაიგოთ კომპანიის ოფისში.

აგრეთვე ამ საცხოვრებელ კომპლექსს ეძახიან Terrasa Delizi.

სად მდებარეობს დელისი ტერასა?

კამანის ქ. 7.

როდის შევა ექსპლუატაციაში დელისი ტერასა

დელისი ტერასა – აშენებულია.

არის გასაყიდი ბინები დეველოპერისგან?

ჩვენი ინფორმაციით დელისი ტერასა–ში ამჟამად არ დარჩა გასაყიდი ბინა დეველოპერისაგან.

ვინ არის დეველოპერი დელისი ტერასა თბილისში?

დეველოპერი დელისი ტერასა-ში - დელისი ტერასა.