ბათუმი ვილლა
ბათუმში

დეველოპერისგან არ არის ბინები გასაყიდი
11 ბინა მეორად ბაზარზე
სამშენებლო კომპანია
ობიექტის მისამართი
აეროპორტის გზატკეცილი 220-42ზ

ბათუმი ვილლა რუკაზე ბათუმი

მშენებლობის პროცესი ბათუმი ვილლა

ჩვენ ვაკეთებთ სურათებს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ერთი და იგივე რაკურსებიდან იმისათვის, რომ გაჩვენოთ სახლების მშენებლობის აქტუალური მდგომარეობა და დინამიკა

ბოლო განახლება — февраль 2021

მშენებლობის პროცესი ბათუმი ვილლა - რაკურსი 1, февраль 2021
რაკურსი 1
июнь 2019февраль 2021
მშენებლობის პროცესი ბათუმი ვილლა - რაკურსი 2, февраль 2021
რაკურსი 2
апрель 2020февраль 2021
მშენებლობის პროცესი ბათუმი ვილლა - რაკურსი 3, февраль 2021
რაკურსი 3
апрель 2020февраль 2021
მშენებლობის პროცესი ბათუმი ვილლა - რაკურსი 4, февраль 2021
რაკურსი 4
сентябрь 2020февраль 2021
მშენებლობის პროცესი ბათუმი ვილლა - რაკურსი 5, февраль 2021
რაკურსი 5
сентябрь 2020февраль 2021
მშენებლობის პროცესი ბათუმი ვილლა - რაკურსი 6, февраль 2021
რაკურსი 6
октябрь 2020февраль 2021

პროექტის მახასიათებლები

სახლის შესახებ

🟧 სახლების რაოდენობა19
🟧 სართულიანობა3
🟧 ავტოსადგომისაკუთარი ავტოფარეხი, გათვალისწინებულია 1 ავტომობილზე და 1 მიწისზედა პარკინგი სტუმრებისთვის, კომპლექსის ტერიტორიაზე
🟧 ინფრასტრუქტურატერასა სახურავზე, კერძო ბაღი, ავტოფარეხი
🟧 კომუნიკაციებიგაზი, წყალი, ელექტრობა
🟧 ლიფტიარა
🟧 მანძილი ზღვამდე300 მ
🟧 საკადასტრო კოდი05.32.03.275
🟧 უსაფრთხოება24 საათიანი დაცვის სამსახური

ბინების შესახებ

🟧 მდგომარეობაშავი კარკასი
🟧 ბინების ფართები183,18 მ2
🟧 ჭერის სიმაღლე3.0 მ
როგორ გავაუმჯობესოთ ეს გვერდი?

ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ

საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმი ვილლა ფუნდამენტურად განსხვავდება ბათუმის ტერიტორიაზე განხორციელებული უძრავი ქონების უმეტესი პროექტებისაგან. ახალი კომპლექსი გთავაზობთ 10 კოტეჯს, რომელიც განკუთვნილია 1-2 მფლობელი - ბინადარზე და მოჰყვება საკუთარი ბაღი სახლის უკანა ზონაში. ქონება ეკუთვნის პრემიუმ კლასის კატეგორიას.

ადგილმდებარეობა

კომპლექსი განლაგებულია სულ რაღაც 300 მეტრში სანაპიროდან და აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ. ბათუმის ეს ნაწილი ცოტათი დაშორებულია კურორტული ზონის ეპიცენტრიდან, ამაშია სწორედ ადგილმდებარეობის მთავარი უპირატესობა.

რა არის გარშემო

კომპლექსის ტერიტორიიდან უახლოეს დიდი სავაჭრო ცენტრამდე Metro City 1 კმ-ზე ნაკლებია, ასევე უახლოეს რადიუსშია განლაგებული რამდენიმე კაფე და რესტორანი, ლეხ და მარია კაჩინსკის სახელობის პარკი.

ტრანსპორტი

ერთ-ერთი უპირატესობა აეროპორტის სიახლოვეა, რომელიც დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსების სადგური და საზღვაო პორტი დაახლოებით 5 კმ-ითაა დაშორებული, რკინიგზის სადგურამდე მანძილი ცოტა მეტია. თუმცა, ამ ობიექტებამდე არც მანქანით, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა არ გაჭირდება. ავტობუსების გაჩერება ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩაზეა განლაგებული. აქ გადის მარშრუტები 10 და 10 ა, 15 წუთის ინტერვალით.

პროექტის მახასიათებლები

საცხოვრებელი ვილების ბათუმი ვილლა მშენებლობისთვის, დეველოპერმა კლასიკური ევროპული სტილი ამჯობინა. შენობების ნათელი ფასადები, მომხიბლავი აივნები მოვარაყებული რკინის მოაჯირებით და მათ ფონზე თვალშისაცემი მუქი ფერის პანორამული ფანჯრებისა და კარების მინაპაკეტით, სასიამოვნოდ ხიბლავს თვალს.

მიმდებარე ტერიტორია დახურული და დაცულია, აღჭურვილია დაშვების კონტროლის სისტემებით. მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი და უსაფრთხოების დაცვა კერძო სააგენტოს მიერ. მანქანების სავალი გზის ნაწილი და ტროტუარები მოკირწყლულია, მოსაპირკეთებელი ქვებით. შესასვლელში კი სტუმრებსა და მფლობელ-მობინადრეებს ხვდებათ დეკორატიული შადრევანი.

ვილები

მთლიანობაში, კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია 9 ვილა, თოთოეული ორი ოჯახისთვის იქნება განკუთვნილი. სახლები სამსართულიანია, მათ შორის პირველი სართული არ არის საცხოვრებლად გათვალისწინებული. ბინების ფართობი 138-დან 142 კვ.მ.-დეა. თითოეული ვილის ეზოში დაგეგმილია პატარა მწვანე ზონა და მის უკან პირადი სარგებლობის ბაღი. ავტოსადგომები აღჭურვილია სათანადოდ, თვით კოტეჯის ქვედა დონეზე. ასევე, პარკირების დამატებითი სივრცე გამოყოფილია კომპლექსის მთელ პერიმეტრზე.

შემოთავაზებული საცხოვრისის ერთ-ერთ თავისებურებად შეიძლება მიჩნეულ იქნას ის, რომ თითოეული სახლის სახურავზე მდებარეობს 41 კვ.მ. ტერასა. ზღვის სანაპიროსთან სიახლოვის გათვალისწინებით, ეს სივრცე იქნება იდეალური ადგილი დასვენებისთვის და მზის აბაზანების მისაღებად.

საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის შეძენა შესაძლებელია, როგორც ბინადრობისთვის ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის. მეორე ვარიანტის არჩევისას, საცხოვრებელი ფართი გადაეცემა სპეციალიზირებულ კომპანიას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მის მდგომარეობას და უზრუნველყოფს საცხოვრებლის უწყვეტ გაქირავებას.

დეველოპერი

ბათუმი ვილლა პროექტს აწარმოებს სამშენებლო კომპანია "ბათუმი ვილლა", რომელიც მყიდველებს სთავაზობს ფართების შეძენის სხვადასხვა პირობებს, ისინი შეძლებენ უძრავი ქონების შეძენას სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში. შეგიძლიათ გაიგოთ უფრო მეტი, განვადების პირობებზე, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ, დეველოპერის ოფიციალურ ვებგვერდზე ან მისი გაყიდვების განყოფილებაში.

აგრეთვე ამ საცხოვრებელ კომპლექსს ეძახიან Batumi Villas, Batumi Villas Harmony.

სად მდებარეობს ბათუმი ვილლა?

აეროპორტის გზატკეცილი 220-42ზ.

როდის შევა ექსპლუატაციაში ბათუმი ვილლა

ვილა 1, ვილა 2, ვილა 3, ვილა 4, ვილა 5, ვილა 6, ვილა 7, ვილა 8, ვილა 9, ვილა 10, ვილა 11, ვილა 12, ვილა 13, ვილა 14, ვილა 15, ვილა 16, ვილა 17, ვილა 18, ვილა 19 – აშენებულია.

არის გასაყიდი ბინები დეველოპერისგან?

ჩვენი ინფორმაციით ბათუმი ვილლა–ში ამჟამად არ დარჩა გასაყიდი ბინა დეველოპერისაგან.

ვინ არის დეველოპერი ბათუმი ვილლა ბათუმში?

დეველოპერი ბათუმი ვილლა-ში - ბათუმი ვილლა.