ალიანს ჯგუფის

ოფიციალური საიტი: alliancegroup.ge

3 ЖК строится

0 ЖК построено

კომპანია დაარსდა 2008 წელს.

აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისში და ბათუმში.

Flatfy არის ცნობილი 3 ობიექტები ალიანს ჯგუფის რომელთაგანაც 3 ამჟამად იყიდება.

სამშენებლო კომპანია ალიანს ჯგუფის — მშენებარე ბინები

ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის შესახებ

სამშენებლო კომპანიას "ალიანს ჯგუფი" ისტორია 2006 წლიდან იწყება, თუმცა ამჟამინდელი ბრენდით ხანმოკლე პერიოდია რაც მუშაობს. ეს დეველოპერი იყო ერთ–ერთი პირველი ბათუმში თანამედროვე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის ამგებთა შორის, რომელმაც მომხმარებელს სხვადასხვა ფორმატის აპარტამენტები შესთავაზა, გამოსადეგი როგორც საცხოვრებლად, ასევე სარფიანი გაქირებისთვის.

თუ გაეცნობით დეველოპერი ალიანს ჯგუფის პროექტებს, აშკარა ხდება, რომ მათ შორის არ არსებობს ტიპიური და უსახო შენობები. კომპანიის თითოეული ობიექტი– უძრავი ქონებაა, არა მხოლოდ თანამედროვე სტილში, არამედ ცოტა არ იყოს ფუტურისტულიც, დასამახსოვრებელი გარეგნული იერ–სახით და კომპეტენტური შესრულებით.

კომპანიის პროექტები და მისი საქმიანობა არაერთხელ დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოებით და პრიზებით. 2017 წელს იგი გახდა საქართველოს ერთადერთი დეველოპერი, რომელსაც Forbes Georgia- ჟურნალმა Forbes- ის ჯილდო გადასცა. ამავე დროს, ლონდონში, კომპანია გახდა გამარჯვებული EUROPEAN PROPERTY AWARDS 2017-2018 ორ კატეგორიაში - "მრავალფუნქციური-არქიტექტურა" და "მაღლივი საცხოვრებელი არქიტექტურა."

წლების მანძილზე ალიანს ჯგუფი თანამშრომლობდა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე სხვადასხვა დეველოპერებთან. მათ შორის პოპულარული და ცნობილი კომპანია "ორბი ჯგუფი", რომელთანაც რამდენიმე პროექტი განხორციელდა.

დეველოპერის ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ მიიღოთ მეტი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ, მშენებარე პროექტებზე, დაგეგმილ პროექტებზე, თანამშრომლობის პირობებსა და ბინების გაყიდვის შესახებ. შედით და გაეცანით საინფორმაციო განყოფილებაში სიახლეებს, მანდ ხომ ძალიან საინტერესო პუბლიკაციებია გამოქვეყნებული.

Flatfy-ში ჩვენ ვიყენებთ cookies ფაილებს, რათა გავაუმჯობესოთ თქვენს მიერ საიტის გამოყენების ხარისხი. ჩვენი მომსახურების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookie ფაილების გამოყენებას. შეიტყვეთ მეტი.